მთიან ყარაბაღში ზავის რეჟიმი ისევ ირღვევა. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა მხარემ ცეცხლი 43-ჯერ გახსნა. აზერბაიჯანული პოზიციებს ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან გაუხსნეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.