ლიბიური თვითმფრინავის გამტაცებლებს ბუტაფორული იარაღი ჰქონდათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში მალტის პრემიერ-მინისტრი წერს. სამგზავრო თვითმფრინავი იარაღის მოქარით ლიბიიდან გუშინ გაიტაცეს და მალტაში დასვეს. გამტაცებლებმა ჯერ ყველა მგზავრი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მალტის ხელისუფლებას ჩაბარდნენ. რას ითხოვდნენ გამტაცებლები, ამ დრომდე დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი ლიბიის ექსპრეზიდენტის, მოამარ გადაფის მხარდამჭერები არიან.