დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინისგან წერილი მიიღო. „მე მისგან ძალიან სასიამოვნო წერილი მივიღე, რომელშიც ძალიან ბევრი საინტერესო და სწორი მოსაზრებაა გამოთქმული,“-წერს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, თუმცა წერილის შინაარსზე საუბრისგან თავს იკავებს. ის, რომ პუტინმა ტრამპს 15 დეკემბერს წერილი გაუგზავნა, კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვიც ადასტურებს.