გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ისრაელს პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობას უკრძალავს. ეგვიპტის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი საბჭოს 14 წევრმა დაუჭირა, შეერთებულმა შტატებმა კი თავი შეიკავა. უშიშღოების საბჭოს გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერი ნეთანიაჰუ განსაკუთრებით შეერთებული შტატების პოზიციამ აღაშფოთა, რომელმაც რეზოლუციის დასაბლოკად ვეტოს უფლება არ გამოიყენა. მისივე განცხადებით, ისრაელი რეზოლუციის შესრულებაზე უარს ამბობს.