ლიბიის თვითმფრინავის გამტაცებლები, რომლებმაც პილოტი აიძულეს, მალტაში დაშვებულიყო, ადგილობრივ ხელისუფლებას ჩაბარდნენ. ამის შესახებ მალტის პრემიერმა ჯოზებ მუსკატმა განაცხადა.
„გამტაცებლები ჩაგვბარდნენ, განხორციელდა მათი ჩხრეკა და მოთავსდნენ იზოლატორში“, – დაწერა მუსკატმა თავის ტვიტერში.
მუსკატმა აღნიშნა, რომ ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავი გამტაცებლებთან ერთად დატოვეს, რომლებმაც მანამდე მძევლებად აყვანილი ყველა მგზავრი გაათავისუფლეს.
მანამდე ერთ–ერთი გამტაცებელი ადგილობრივი ტელეკომპანია TVM–ის ეთერში მოხვდა, რომელიც აეროპორტიდან ტრანსლირებდა. კაცს ხელში მწვანე დროშა ეკავა, რომელიც ლიბიის სახელმწიფო ალამს მუამარ კადაფის პრეზიდენტობისას წარმოადგენდა 2011 წლამდე.
Afriqiyah Airways-ის გატაცებულ თვითმფრინავს A320 ლიბიაში შიდა რეისით 118 ადამიანი გადაჰყავდა. გამტაცებლებმა მოთხოვნად ლიბიის ყოფილი მრეზიდენტის მუამარ კადაფის შვილის სეიფ ალ-ისლამის ციხიდან გათავისუფლება დააყენეს.