რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
„არავის სჯეროდა ჩემსა და თქვენს გარდა, ტრამპი რომ გაიმარჯვებდა“, - განაცხადა პუტინმა დღეს, ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მან აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას 16 დეკემბრის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტი „რონალდ რეიგანი ტრამპისა და პუტინის შეხედულებების გამო, საფლავში გადატრიალდებოდა“.
„პირიქით, რეიგანი გახარებული იქნება მისი პარტიელები ყველაფერში რომ იმარჯვებენ“, - აღნიშნა პუტინმა.