თბილისში, ნაფარეულისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, მშენებარე კორპუსის ხარაჩოებიდან 55 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, გადაბრუნდა სამშენებლო კალათა, რომელზედაც ხარაჩო იყო დამონტაჟებული შესაბამისად, ზედ მყოფი მუშა მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი ცხედარი თბილისის მთავარ პროზექტურაში იქნა გადასვენებული.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. უბედური შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.