შეერთებულმა შტატებმა იაპონიას ოკინავას კუნძულის ნაწილი დაუბრუნა. მიღწეული შეთანხმებით. იაპონიის მფლობელობაში 4 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი გადავა. ოკინავას კუნძულზე ამერიკის სამხედრო კონტინგენტი და ბაზებია განთავსებული. შეთანხმებას კუნძულის ნაწილის დაბრუნების შესახებ მხარეებმა 1996 წელს მიაღწიეს, თუმცა ვაშინგტონმა პროცესი 2002 წელს შეაჩერა.