ირკუტსკში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აბაზანის ლოსიონით 71 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმეს მდგომარეობა კი კრიტიკულია. სულ სიცოცხლისთვის საშიში კონცენტრანტის შემცველი ლოსიონი 109 ადამიანმა დალია. მომხდარის გამო რუსეთის პრეზიდენტმა სპირტის შემცველი პროდუქციის რეალიზებაზე კონტროლი გაამკაცრა.