გერმანიაში ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილს ეძებენ. მთავრობამ მის დაკავებაზე 100 ათასი ევროს ოდენობით ჯილდო დააწესა. როგორც ირკვევა, 24 წლის ტუნისის მოქალაქე ანის ამრი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ის წვრილმანი დანაშაულების ჩადენაში იყო ეჭვმიტანილი. აფრიკა ამრი 7 წლის წინ დატოვა, რის შემდეგაც 5-წლიან სასჯელს იტალიაში იხდიდა. გერმანიაში ის ერთი წლის წინ ჩავიდა. გერმანიის უშიშროების სამსახურს ამრი პოტენციურად საშიშ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი.