თურქეთის პრეზიდენტი რუსი დიპლომატის მკვლელობის ორგანიზებაში ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თავდამსახმელს გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ჰქონდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ ჯეიშ ალ ფატჰმა აიღო, რაც დაჯგუფების ლიდერებმა კატეგორიულად უარყვეს. მომხდარის გამო ანკარაში რუსეთის საელჩოს გაძლიერებულ რეჟიმში იცავენ.