ანკარაში მოკლულ რუს დიპლომატს დღეს დაკრძალავენ. ანდრეი კარლოვის ცხედარი მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარშია დასვენებული. მისი სულის მოსახსენიებელ პარაკლისს რუსეთის პატრიარქი კირილი ჩაატარებს. სამგლოვიარო ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრება. ანდრეი კარლოვი ანკარაში 19 დეკემბერს საგამოფენო დარბაზში მოკლეს. თავდამსახმელმა მას ზურგში ესროლა.