ქართულმა მხარემ კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ ფრანგული კომპანიისგან ორი ვერტმფრენი შეიძინა.
როგორც კომპანია "ევრო კოპტერთან" ვეტრფრენების ყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, შეძენილი ვეტფრენების გამოყენება, როგორც სტიქიური უბედურების, ასევე ტურისტების გადასაყვანად მოხდება.
"როგორც იცით თბილისის აეროპორტში რადარები უკვე გაკეთდა. ახლა უკრაინელბთან ერთად ასაფერენ ზოლზე ვმუშაობთ. ასევე წყალმომარაგების სისტემებზე ფრანგებთან ერთად ვმუშაობთ. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მცირე ავიაცია უნდა იყოს. ვავითარებთ პატარა აეროპორტების მთელ ქსელს, ამიტომ ბევრი ვერტმფრენი უნდა იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ავიაციაში ბევრი ძველი, სახიფათო და არასაიმედო რუსული ვერტმფრენებია, ამიტომ მათი გამოცვლა სასწაფოდ უნდა მოხდეს.
"დღეს ჩვენ საუკეთესო ორი ვერტმფრენი შევიძინეთ. ეს უნდა გამოვიყენოთ სამაშველო ოპერაციებისთვის, სამედიცინო საკითხებისთვის. მათი გამოყებით უნდა მივიდეთ საქართველოში ყველაგან, სადაც ვერტმფრენით მისვლა ბევრად უფრო ადვილია ვიდრე საავტომობილო გზით", - განაცხადა სააკაშვილმა.