რუსი დიპლომატის მკვლელი თურქეთის პრეზიდენტს დაჯილდოვებული ჰყავს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი ანა-ნიუსი იტყობინება. სააგენტო დაჯილდოვების ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს. გამოცემა ჰარიეტის ინფორმაციით კი მევლუთ მერტ ალტინტაში ერდოღანის დაცვაშიც ირიცხებოდა და მის უსაფრთხოებას იცავდა. თავდასხმა რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვზე 19 დეკემბერს განხორციელდა. 22 წლის ალტინტაშმა დიპლომატს ზურგში ესროლა.