გამბიის პრეზიდენტი გადადგომაზე უარს ამბობს. იაია ჯამეს უფლებამოსილება იანვარში ეწურება, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს. არჩევნები გამბიაში 1-ლ დეკემბერს ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, ჯამეს ხმა ამომრჩეველთა 36-მა პროცენტმა მისცა, მისმა კონკურენტმა ადამ ბაროუმ კი ხმათა 45 პროცენტი მიიღო.