პუტინმა ტრადიციული პრესკონფერენცია ერთი დღით გადადო. ამის შესახებ კრემლის პრს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ე.წ. დიდი პრესკონფერენცია ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ხვალ ანკარაში მოკლული რუსი დიპლომატის, ანდრეი კარლოვის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. კარლოვის ცხედარი მოსკოვში გუშინ გადაასვენეს.