ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ მასობრივი დაკავებები დაიწყო. ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 13 ადამიანი დააპატიმრა. რამდენიმე მათგანი ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ოფიციალური ანკარა თავდასხმის ორგანიზებაში სწორედ ამერიკაში მცხოვრებ გიულენს ადანაშაულებს. თავდასხმა რუსეთის ელჩზე ანკარაში 2 დღის წინ განხორციელდა. ანდრეი კარლოვს გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ზურში ესროლეს.