ცნობილ ჩოგბურთელს, პეტრა კვიტოვას თავს დაესხნენ. მძარცველმა სპორტსმენი დანით ხელის არეში დაჭრა. შედეგად, კვიტოვას ხელის თითებზე ოპერაცია დასჭირდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მიღებულმა ტრავმამ მას შესაძლოა კარიერაში ხელი შეუშალოს. როგორც სპორტსმენი ყვება, მძარცველმა მას თავი გაზის ინკასატორად წარუდგინა და ბინაში ამ გზით შევიდა. თავდამსხმელს კვიტოვამ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მძარცველი გაიქცა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.