შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა რუსეთი საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ გამოცემა „ფორინ პოლისი“ პენტაგონის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. დოკუმენტში მთავარ საფრთხეებად დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, კიბერთავდასხმები და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება რჩება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპს არაერთხელ დაუფიქსირებია რუსეთთან ურთერობის დალაგების სურვილი.