ციურიხში ისლამურ ცენტრზე თავდამსხმელი შვეიცარიის მოაქალაქე იყო. ამის შესახებ სააგენტო როიტერი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება. სამართალდამცავი სტრუქტირების ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცს, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა, დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი არ ქონია. 24 წლის ახალგაზრდამ თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა.