ავლაბარში, იტალიურ ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის ლოკალიზება სამაშველო სამსახურმა დროულად მოახერხა, თუმცა ერთი მოსახლის ნატა ნიკოლაიშვილის საცხოვრებელი ფართი თითქმის მთლიანად განადგურდა.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია. შემთხვევის ადგილზე შესაბამის უწყების წარმომადგენლები მუშაობენ.