ქართულენოვანი რადიო " FM-კავკაზი" შემოდგომიდან მოსკოვში მაუწყებლობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსის" დამფუძნებელზე მალხაზ გულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მალხაზ გულაშვილის განცხადებით, რადიო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეთნიკური თემატიკის იქნება, რომელიც საქართველოს, რუსეთის და კავკასიის რეგიონს დაფარავს.
ამასთან, გულაშვილის ინფორმაციით, ასევე იგეგმება რუსულენოვანი ჟურნალის "კავკასიის პოლიტიკა" გამოცემა, რომელსაც რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო უხელმძღვანელებს.