7 წლის სირიელმა გოგონამ ბანა ალაბედმა ალეპო უკვე დატოვა. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ოჯახთან ერთად ქალაქიდან საევაკუაციო ავტობუსით გაიყვანეს. მანამდე ბანა ალაბედი სოციალური ქსელების გმირი გახდა. ის ალეპოში შექმნილ ვითარებაზე ტვიტერში დედის დახმარებით წერდა. ბოლო შეტყობინება სოციალურ ქსელში ბანამ გუშინ დადო. მან ალეპოელი ხალხის დახმარებისკენ თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა.