საზოგადოების თითოეული წევრის მიერ ყოველთვიურად 1 ლარის შენაწირით თბილისში, მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ახალი სამონასტრო კომპლექსი აიგება.
აღნიშნულ პროექტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II თაოსნობით საპატრიარქო და საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" ახორციელებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძალისხმევით კომპანია "ვისოლმა" სხვა კომპანიებთან ერთად სურვილი გამოთქვა ამ ეტაპზე პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში მონაწილეობა მიიღოს, რისთვისაც კომპანიამ 5 000 ლარი გაიღო.
პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარდაჭერასა და დამატებითი შენატანების მობილიზაციას განაგრძობს.
როგორც კომპანია "ვისოში" აცხადენენ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მათი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.