ვენესუელაში ხულიგნობისა და მარადიორობის ბრალდებით 130-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. მასობრივი არეულობები ქვეყნის დიდ ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ მიმოქცევიდან 100-ბოლივარიანი კუპიურების ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. მოსახლეობას ბანკებში ფულის გადახურდავების პრობლემა შეექმნა, რასაც მასობრივი უწესრიგობები მოჰყვა. ადგილობრივებმა სავაჭრო დაწესებულებები და სურსათის საწყობები დაარბიეს.