იაშვილის სახელობის კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ მცირეწლოვან ბავშვს მკურნალობენ, რომელსაც ექიმებმა თავის ტვინის ანთება დაუდგინეს.
ბავშვი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მშობლებმა თბილისში ჩუმად გადმოიყვანეს, რის გამოც მისი ვინაობა არ ხმაურდება, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში ოჯახს პრობლემები არ შეექმნას.
როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვის თავის ტვინის ქვემწვავე ანთება წითელასა და წითურაზე აცრის დროულად არ ჩატარებამ გამოიწია.
ამ დროისთვის პაციენტს გამოკვლევები უტარდება.