მორიგი ტერორისტული აქტი თურქეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქი კაისერი გახდა. დანაღმული ავტომანქანა ავტობუსის ჩავლისას აფეთქდა, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდათ. აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.