ფილიპინების პრეზიდენტი მის მიერ ლიკვიდირებული კრიმინალების რაოდენობას აკონკრეტებს. როდრიგო დუტერტეს თქმით, დაევოს მერად მუშაობის პერიოდში ის 3 ბოროტმოქმედს პირადად გაუსწორდა. ფილიპინების ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამით პოლიციას ნარკო-დაჯგუფებებთან ბრძოლის მაგალითს აძლევდა. ანალოგიური განცხადება დუტერტემ გასულ კვირასაც გააკეთა, რის გამოც ოპოზიცია მას იმპიჩმენტით დაემუქრა.