ბირნინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტი აღკვეთილია. ამის შესახებ ციხის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა. არეულობა ციხეში რამდენიმე ასეულმა მსჯავრდებულმა მოაწყო. ისინი ციხეში არსებული პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ სპეცრაზმი გამოიძახა. არიან დაშავებულებიც.