პოლიტიკური კრიზისი პოლონეთში. მმართველი პარტიის ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის პარლამენტის შენობის დასატოვებლად პოლიციის დახმარება დასჭირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციამ სეიმის სხდომის ბლოკირება მოახდინა და და დარბაზის გასასვლელები ჩაკეტა. ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ მმართველმა პარტიამ მომავალი წლის ბიუჯეტი არა პლენარულ სხდომათა დარბაზში, არამედ სხვა შენობაში მიიღო. კაჩინსკის პარტია ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტთა საქმიანობის შეზღუდვაშიც დაადანაშაულეს. საბოლოოდ კაჩინსკი დარბაზიდან პოლიციამ გამოიყვანა. პარლამენტთან შეკრებილმა ოპოზიციის მხარდამჭერებმა მისი მანქანის შეჩერება სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი მცდელობა აღკვეთეს.