გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა გაეროს უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა, ალეპოში უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების მკვლელობის ცნობებს, დადასტურება სჭირდება, რადგან ზოგჯერ ასეთი ცნობები ყალბია.
"ნანახი მაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით, თუ როგორ იქმნება ზოგჯერ ასეთი ყალბი ამბავი და როგორ აყრიან ბავშვებს მტვერს, რომ ისინი წარმოაჩინონ დაბომბვის მსხვერპლად. შემაძრწუნებელი ცნობებია, თუმცა მათ სჭირდებათ დადასტურება. ჩემს პრაქტიკაში, გაცილებით მშვიდობიან პერიოდში, 1990-იან წლებში, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რათა შექმნილიყო გარკვეული ფსიქოლოგიური კლიმატი. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მსგავსი რამ სირიის შემთხვევაშიც", - თქვა ჩურკინმა.
13 დეკემბერს გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალები სახლებში იჭრებიან და იქ მყოფებს კლავენ, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს.
სირიის სამთავრობო ძალებს რუსული ავიაცია და ირანი ეხმარება.