ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს თეთრი სახლის პრეს-მდივანი შემოელანძღა. ჯოშ ერნესტს მან სულელი ბიჭი უწოდა. ტრამპი ერნესტის განცხადებამ გააღიზიანა. საგანგებო პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ის დემოკრატიული პარტიის სერვერზე განხორციელებულ კიბერთავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა, რასაც არჩეული პრეზიდენტის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.