საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2009 წლის მეორე კვარტალის ბოლოს -10.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 14.6 პროცენტით აღემატება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მთლიანი აქტივები 2.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 66.8 პროცენტი სარეზერვო აქტივების, ხოლო 15.8 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის.
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკათან და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.