თეთრი სახლის მოქმედი პრეზიდენტი ადასტურებს, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა. ამის შესახებ ბარაქ ობამამ ადგილობრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებს. მანამდე ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ დაადასტურა, რომ დემოკრატიული პარტიის სერვერზე კიბერთავდასხმა რუსულმა მხარემ დაგეგმა.