პუტინის ვიზიტმა ტოკიოში პირველი შედეგი უკვე გამოიღო. იაპონია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს. მთავრობის დადგენილებით, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზრდება, რომლებიც ხანგრძლივვადიან ვიზებს მიიღებენ. პრიორიტეტი ბიზნესმენებს, მეცნიერებსა და კულტურის მოღვაწეებს მიენიჭება. ხანგრძლივვადიანი ვიზებით რუსეთის მოქალაქეებს იაპონიის ტერიტორიაზე დარჩენა 3-დან 5 წლამდე შეეძლებათ.