რუსეთი და იაპონია კურილიის კუნძლებზე ეკონომიკურ საქმიანობას ერთობლივად განახორციელებენ. შეთანხმებას იაპონიაში ვლადიმირ პუტინის სამუშაო ვიზიტის დროს მიაღწიეს. პუტინს პრემიერმა სინძო აბემ ქალაქ ნაგატოში უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა სადავო ტერიტორიები იყო, რის გამოც ტოკიოსა და მოსკოვს შორის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ვერ ხერხდება.