დღეს, 13:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სოზარ სუბარის ინიციატივით "ქართული იდეის გარშემო" შეხვედრა გაიმართება.
ექს-სახალხო დამცველის განმარტებით, მისი ინიციატივა _ "ქართული იდეის გარშემო" არის ხედვა მომავალში, ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების განსასაზღვრავად.
"ქართველი ერი უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო რომელიმე ქვეყნის შტატი კი არ არის, არამედ არის სუვერენული ქვეყანა, უდიდესი ისტორიითა და კულტურით", - აცხადებს სოზარ სუბარი.
სუბარი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ფეხი უნდა აუწყოს მსოფლიო პროგრესს და მთავარი პრიორიტერტი განათლება და თვითმყოფადობის შენარჩუნება უნდა გახდეს.
შეხვედრას ლევან გაჩეჩილაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.