რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით იაპონიაში ჩავიდა. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, დღეს რუსეთის ლიდერი ქალაქ ნაგატოში იაპონიის პრემიერს, სინძო აბეს შეხვდება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა კურილიის კუნძულებთან დაკავშირებული ტერიტორიული დავა იქნება. 6 მაისს სოჭში გაამრთული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ იაპონიის პრემიერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს პრობლემის დასარეგულირებლად ახალი მიდგომა შესთავაზა. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის იაპონიასთან დიალოგისთვის, თუმცა ტერიტორიების გაყიდვას არ აპირებს.