ალეპოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკის განათება ჩააქრეს.“ სიმბოლური ჟესტის მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სასწრაფო მოქმედებაა საჭირო”, - განაცხადა საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ. პარალელურად, პარიზში ალეპოს მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დედაქალაქის მოსახლეობამ ასადის რეჟიმის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ძალადობა დაგმეს.