ფილიპინების პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ამის მიზეზი როდრიგო დუტერტეს სკანდალური განცხადება გახდა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ფილიპინების ლიდერმა აღიარა, რომ კრიმინალები პირადად ჰყავს მოკლული, რითაც პოლიციელებს ნარკო-დაჯგუფებებთან ბრძოლის სტიმულს აძლევდა. დუტერტემ კრიმინალებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ქვეყანაში მოწყობილ მასშტაბურ სპეცოპერაციებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც ფილიპინების ლიდერს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.