სტამბოლში ირანის საკონსულოსთან 1000-მდე აქტივისტი შეიკრიბა და აღმოსავლეთ ალეპოში შექმნილი ვითარება დაგმო. დემონსტრანტების უმეტესი ნაწილი ეთნიკური სირიელი იყო. ანალოგიური აქცია სტამბოლში რუსეთის საკონსულოსთანაც გაიმართა. დემონსტრანტები ასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლებას, თეირანსა და მოსკოვს აკისრებენ. ირანი და რუსეთი ბაშარ ასადის მთავარი მხარდამჭერები არიან.