სირიაში ახალ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. ოპოზიციის განცხადებით, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია გაგრძელდება. მოსკოვს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნები აღმოსავლეთ ალეპოში გუშინ დილით უნდა დაწყებულიყო, თუმცა შეთანხმება ჩაიშალა, რის შემდეგაც შეტაკებები განახლდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასადის არმიის ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან. აღმოსავლეთ ალეპოში მათ 82 ადამიანი, მათ შორის, 13 ბავშვი მოკლეს.