საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს ახალი გენერალური პარტნიორი და ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ახალი გეგმა აქვს. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 15 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა #15ა) გაიმართება პრესკონფერენცია.
ჟურნალისტებს შეხვდებიან: კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კომპანია „ევროპაბეთის“ დირექტორი მაია კოპინაძე და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები: გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ირაკლი ხოშტარია.