ვლადიმერ პუტინი მზადაა დონალდ ტრმპს შეხვდეს, თუმცა კრემლის ლიდერი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ეს ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტების შემდეგ მოხდეს. პუტინი ამბობს, რომ ტრამპის მესიჯი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესახებ მისთვის მისაღებია და რომ მოსკოვი მზადაა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.