ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულმა ხამზათ ბახაევმა საპატიმროში იქორწინა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ გალინა გუსევამ განაცხადა. „ხამზათთან ხელი პირველ ივნისს მოვაწერე.  ჩვენ ციხეში ვიქორწინეთ,“-აღნიშნა გუსევამ. ნემცოვი მოსკოვში გასული წლის 27 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა.