“კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დამფუძნებელმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენ მოგვიწევს არამხოლოდ იმის გადაწყვეტა, თუ ვინ ჩაუდგება სახელმწიფოს სათავში, არამედ იმისაც, თუ რა გზით განვითარდება რუსეთი. მესმის, თუ რა რთული იქნება მოქმედ ხელისუფლებასა და მის პროპაგანდისტულ მანქანასთან დაპირისპირება. ისიც კარგად მესმის, თუ რა რთული იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი გავხდე“, - აცხადებს ოპოზიციონერი.