ამერიკის პირველმა ლედიმ კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. მიშელ ობამა ვაშინგტონის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია. მან ბავშვებს „შობის ღამის ზღაპარი“ წაუკითხა. ღონისძიებას ცნობილი ტელესახე რაიან სიქრესტიც ესწრებოდა, რომელიც ბავშვებს თავის ძაღლთან ერთად ესტუმრა.