ვენესუელამ კოლუმბიასთან საზღვარი 72 საათით ჩაკეტა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მიიღო. მისი განმარტებით, საზღვარზე არსებული ვითარება ვენესუელის ეკონომიკას კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს და ეროვნულ ვალუტას აუფასურებს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების შემდეგ ვენესუელაში მწვავე სასურსათო კრიზისი დაიწყო. ადგილობრივები პროდუქტების შესაძენად მეზობელ კოლუმბიაში გადადიან.