ინდოეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ბოლო მონაცემებით, ტროპიკულმა შტორმმა „ვარდამ“ ტამილჰადისა და ანდჰრა-პრადეშის პროვინციებში 10 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დაზიანებულია 50-მდე საცხოვრებელი სახლი. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.