პალმირაზე ავიაიერიშის დროს მომწამლავი გაზი გამოიყენეს. სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად რაიონებზე ავიადარტყმებს 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა ნაწილს გაზით მოწამვლის კვალი აღენიშნება. დამკვირვებლები არ აკონკრეტებენ, თუ ვინ განახორციელა იერიში. ისლამური სახელმწიფოს მტკიცებით, პალმირას დაბომბვისას ზარინის შემცველი ჭურვები რუსულმა ავიაციამ გამოიყენა.